შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძეზე – ადამიანი არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი

ადამიანი არის საერთაშორისო დონეზე დადასტურებული თაღლითი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, სთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. პაპუაშვილის განმარტებით, მამუკა ხაზარაძის „თაღლითობა სასამართლოშიც დადასტურდა, რასაც დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით“.
„მისი თაღლითობა დადასტურდა ქართულ სასამართლოში, პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟში, 3 ადგილას დადასტურდა მისი თაღლითობა. ამას დაემატა მისი საგადასახადო თაღლითობა გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავებით, სადაც გადასახადებს მალავდა. საკუთარი ბანკიდან 17 მილიონი გააქრეს მან და ბადრი ჯაფარიძემ, ის ფული გამქრალია, არავის დაუბრუნებია. ეს ფული გაქრა ბანკიდან, იმ ბანკს შემდეგ ჯარიმის სახით 3 მილიონის გადახდა მოუწია. აღიარებულია აქვთ, რომ მაშინ ეს ტრანზაქციაც უკანონო იყო და არ იყო სწორი. ამიტომ, როცა თაღლითი საუბრობს, თაღლითი ახალ თაღლითობას მოიგონებს. ჩვენ ერთი რამ გვაინტერესებს- 6,5 მილიონი დოლარი, რომელიც ვაშინგტონის არბიტრაჟმა დააკისრა მის პარტნიორს, გადაიხადეს უკვე თუ არა ბიუჯეტში? ველით, რომ ბიუჯეტში შემოვიდეს 6 მილიონ ნახევარი დოლარი ხაზარაძის და მისი გარემოცვის თაღლითობის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.