ამერიკელები სომხეთში ატომურ სადგურს ააშენებენ

ამერიკელები სომხეთში ატომურ სადგურს ააშენებენ
ვაშინგტონში ტრამპმა და ფაშინიანმა სხვა დოკუმენტებთან ერთად ენერგეტიკული თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. სომხური მედიის ცნობით, შეთანხმებაში აქცენტი კეთდება მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკის განვითარებაზე, ხოლო ამერიკა გამოთქვამს მზადყოფნას ამ სფეროში ინვესტიციები განახორციელოს. შეთანხმების მიხედვით, ამერიკა მხარს დაუჭერს სომხეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას.
დღეისთვის სომხეთში მეწამორის ატომურ სადგურზე ორიდან ერთი რეაქტორი მუშაობს. მისი სიმძლავრე 400 მეგავატია. მეწამორის აეს-ი ტექნოლოგიურად დიდი ხანია მოძველდა. ის თავიდანვე არ გამოირჩეოდა სანდოობით, რის გამოც ჩერნობილის კატასტროფისა და სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ გააჩერეს, ერთი რეაქტორი კი გააუქმეს. ატომურ ელექტროსადგურს 2003 წლიდან რუსული Интер РАО ЕЭС აკონტროლებს. მეწამორის აეს-ი მთლიანად რუსულ ბირთვულ საწვავსა და ტექნოლოგიებზე მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გიორგი ბაჩიაშვილი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას, რასაც ამტკიცებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ფაქტებითა და უტყუარი მტკიცებულებებით – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არანაირი დანაშაული არ დასტურდება