ოდესაში საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ოდესაში, ზატოკას სანაპიროსთან, აკრძალულ ზონაში ცურვისას სამი ადამიანი – ორი მამაკაცი და ერთი ქალი – საზღვაო ნაღმების აფეთქების შედეგად დაიღუპა, იტყობინება უკრაინული მედია.
შემთხვევა კვირას, ადგილობრივი დროით 11:30-ზე, კაროლინო-ბუგაზსა და ზატოკას შორის მოხდა.
ოდესის გუბერნატორის, ოლეგ კიპერის თქმით, დაღუპულთა ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. ხელისუფლება კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსვენებლებს, არ შევიდნენ აკრძალულ წყლებში, სადაც უსაფრთხოების შემოწმება არ ჩატარებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი – „ოცნებამ“ გადაწყვიტა განათლების სისტემაზე ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, რომელზეც იმუშავეს – გაყიდვების კონსულტანტმა ირაკლი კობახიძემ, მასონების მკვლევარმა მარიამ ლაშხმა და ციხეების ექსპერტმა ბატონმა მიქანაძემ

პაპუნა ლოცულაშვილის ძმა – ძალიან ცუდადაა, დასტრესილია, ისეთი სიტყვებით მიმართავდნენ, ყველაფერზე შეეხნენ, რაც შეიძლება ვაჟკაცს დაუშავო, ფიზიკურადაც, მორალურადაც – ერთი, რაც მაინტერესებს: ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა

დათო სიმონია: შსს-მ გორში რაც ქნა, ეგ არც გუშინ დაწყებულა და ვერც რამდენიმე პოლიციელის საჩვენებელი დასჯა უშველის. ეგაა სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც 2 წლის წინ, დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკანონდა