განათლების სამინისტრო „მასწავლებლის ეროვნული დღის“ შესახებ ვიდეორგოლებში 698 600 ლარს დახარჯავს. კომპანია, რომელიც დაკვეთას ტენდერის გარეშე შეასრულებს, უკვე შერჩეულია – შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება უნდა დაიდოს შპს „სტუდია მეტროსთან“.
698 600 ლარად უნდა მომზადდეს სამი ვიდეორგოლის კონცეფცია და ორი ვიდეორგოლი გადაიღონ.
საქართველოში „მასწავლის დღე“ 27 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს მასშტაბით გამოავლენენ საუკეთესო მასწავლებლებს, რომლებსაც გადაეცემათ ეროვნული პრემია – ფულადი ჯილდო და სამკერდე ნიშანი. ჯერ ცნობილი არ არის, რა თანხა დაჯდება დაჯილდოების ღონისძიება, რომელშიც გასულ წელს 519 557 ლარი დაიხარჯა.
ფორუმი
