ამბავი ხუთი დღის წინ დაიწყო, როდესაც კულუარულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ყოფილ მოდელ ლიკა შენგელიას ფიზიკურად გაუსწორდა. იმავე დღეს სალომე გოგიაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა იმ ქალებზე, რომლებიც ოჯახებს ანგრევდნენ, თუმცა ლიკა შენგელია არ უხსენებია.
ამის შემდეგ ცალკე სტატუსი გამოაქვეყნა ლიკა შენგელიამ, სადაც წერდა, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფიზიკურად გაუსწორდა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. პოსტს თან ახლდა ფოტომასალა, თუმცა არც შენგელიას უხსენებია გოგიაშვილის სახელი. მოგვიანებით სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დისკუსიაში ღიად დაასახელეს კონფლიქტის მონაწილეები.

სალომე გოგიაშვილის პასუხი და ბრალდებები
კონფლიქტის საჯარო განხილვის შემდეგ სალომე გოგიაშვილმა ვრცელი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც მომხდარზე ისაუბრა. ის ლიკა შენგელიას ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივილს აპირებს.
გოგიაშვილი ამბობს: “…რახან ასეთი ბრალდებები ისმის ჩემ წინააღმდეგ და აქ უკვე სისხლის სამართალი ერთვება და ის ბრალს მდებს, რომ მე ცივი იარაღით ვითომ მივუვარდი და განზრახ ვაპირებდი მის არამარტო სხეულის დაზიანებას, შეიძლება სიცოცხლის მოსპობითაც ვემუქრებოდი, არ ვიცი, მისი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს, მინიმუმ უნდა არსებობდეს ექსპერტიზის ცნობა და ეს მას უკვე უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ ყველას დაგვიმტკიცოს, რომ მე მართლა მას ავუვარდი ცივი იარაღით. თუმცა, ნუ, რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი და ყველა ის სიტყვა, რაც იქ წერია. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ჩაწერილი მაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი, თუკი რამეს ის წერს რომ ასე არ იყო, ყველაფერი მაქვს…
გადავწყვიტე, ეს ცილისწამება თავიდან ავირიდო, ჩემს შვილებს ავარიდო ეს საზიზღარი ბრალდებები ჩემთან მიმართებაში. გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს, შესაბამისად, ძალიან მალე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც თქვენ შეძლებთ, რომ მოხვიდეთ იმიტომ რომ სასამართლო ღიაა ყველასთვის, მოხვიდეთ და ნახოთ ყველა ის კადრი რაც გადაღებული მაქვს, მოისმინოთ ყველა ის აუდიოჩანაწერი რაც ჩაწერილია, და დამიჯერეთ, ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვასაჯაროებ ახლა მე ამ ყველაფერს, ეს არის ჩემი შვილების ინტერესი… ამას უკვე არ გავუტარებ რომ მე მაბრალებს ამ ყველაფერს, რაც თავის პოსტში უწერია…”
ლიკა შენგელიას ვრცელი პასუხი სალომე გოგიაშვილს
სალომე გოგიაშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, ლიკა შენგელიამ კიდევ ერთი ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის თავის პოზიციას ხსნის და ამბობს, რომ:
“მინდა, ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, არ მეგონა, ასე თუ ვუყვარდი და მაფასებდნენ უცხო ადამიანები! მე ბევრ ადამიანს ვთხოვე დაცვა ამ ქალის ბულინგისა და შანტაჟისაგან, თუმცა არავინ დამეხმარა, ამიტომ ჩემი გონებით როგორც შემიძლია ისე გადავწყვიტე, მარტოს დამეცვა თავი. ამ სტატუსს რომ ვწერდი, ძალიან კარგ
ყველანაირი ჯარიმა მიღირდა მეთქვა ჩემი სიმართლე და თუ რას ვგრძნობ მე, ასევე მიღირდა ამ თურმე სასტიკი ადამიანის სააშკარაოზე გამოყვანა, თუნდაც იმ უამრავი ადამიანის გულის მოსაფხანად და დასაცავად, ვინც ასე და ამაზე მეტად გაამწარა და მათ ვერ გასცეს სათანადო პასუხი… ისიც ვიცოდი, რომ კიდევ უფრო მეტი ნეგატივი წამოვიდოდა, მაგრამ მე ჩუმად ვერ ვიქნებოდი დამნაშავესავით!
ჩემი სტატუსის მიზანი იყო, რომ მისი ნამდვილი სახე დაენახა საზოგადოებას და ამის მერე ელაპარაკა მორალზე. მე ვარ თავისუფალი ადამიანი, მათგან განსხვავებით და ტელეფონზეც და ქუჩაშიც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკები თუ ჩავთვლი საჭიროდ, და ამისთვის არავის ნებართვა არ მჭირდება! ალბათ ეს არის ვითომ ჩემი დანაშაული, რომ ნორმალური ადამიანები მგონია ზოგი. დღეს გავიგე, რომ უახლოესი მეგობარიც ვყოფილვარ… ამით მე გემშვიდობებით ყველას და დავასრულებ ამ თემაზე საუბარს… დანარჩენს შევხედავ და ისე გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.
P.s. მე არავისი დაჭერა და დასჯა არ მინდოდა თავიდან, ამიტომ სამწუხაროდ არ ვარ შეიარაღებული კამერებით და ფოტოგრაფებით. თუმცა დღეს ვნანობ რომ თავის დასაცავად მაინც არ მივიღე რაღაც ზომები. დღეს ვხვდები რომ ჩემს გარდა ამ ადამიანს ვერავინ გაანადგურებდა და ვთვლი რომ ეს უკვე მოვახერხე კამერების, ფოტოგრაფების და დაცვების გარეშე, ცარიელი ხელებით და მხოლოდ ჩემი სულისკვეთებით და გამბედაობით.. აწი ვისაც რაც უნდა ეცადოს და ამტკიცოს თუ კი ეგ უშველით. რომ მნდომოდა მექნებოდა ურთიერთობა და არც მაგის მეშინია. მადლობა ჩემო ადამიანებო, მართალია ამ ომში მე მარტო ვარ, მაგრამ თქვენ ძალიან ბევრი მომეცით თქვენი სითბოთი”.
დანგრეული ოჯახები
სალომე გოგიაშვილი და ვახო ნიკოლაიშვილი 14 წლის წინ დაქორწინდნენ. ეს სალომესთვის მესამე, ვახოსთვის კი მეორე ქორწინება იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ, თუმცა ორივეს ორი შვილი ჰყავს წინა ქორწინებებიდან. ვიდეოში სალომე მადლობას უხდის ორი არაჩვეულებრივი შვილის გამო. თუმცა გაგრძელდება თუ არა მათი თანაცხოვრება, ამ თემაზე საუბრისგან თავს იკავებს.
ლიკა შენგელია ხუთი შვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან მას ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი, ხოლო მეორე ქორწინებაში სამი ვაჟი შეეძინა. მისი პირველი მეუღლე იყო კალათბურთის მწვრთნელი არჩილ ჟღენტი, მეორე კი შპს “კავკასუს კონსტრაქშენ გრუპის” დირექტორი ბიძინა ჯიხვაძე, რომელსაც ოთხი წლის წინ დაშორდა.
ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს იმაზე, დაიწყო თუ არა გამოძიება ლიკა შენგელიას საჯარო განცხადებაზე.