თურქეთში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ 81 წლის ქალი ქალაქ სინდირგიში ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მინისტრის თქმით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა და 29 ადამიანი დაშავდა.
ალი იერლიკაიას განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა და სერიოზული ზარალის ან მსხვერპლის სხვა ნიშნები არ დაფიქსირებულა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება გაავრცელა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. მისი თქმით, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო ყურადღებით კონტროლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – პროტესტის მხედართმთავარი როგორი უნდა იყოს, მუზარადი ეხუროს და ხმალი ეჭიროს? ხაბეიშვილს ან ბურჭულაძეს რას უწუნებენ? – არჩევნებს რაც შეეხება, „ოცნება“ 70%-ს დაიწერს, მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?