მარკ რუტე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე – პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს გამოცდის – მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად სერიოზულად არის პუტინი განწყობილი

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, -ის პრეზიდენტი, პარასკევს დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გამოცდის.
„ის [პუტინი] კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ალიანსისთვის. ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის. რაც პარასკევს მოხდება არის ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინს გამოცდის და ვაქებ მას იმ ფაქტის გამო, რომ ამ შეხვედრას ორგანიზება გაუწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ცხადია, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტას და იმას, თუ რა მოხდება შემდეგ ტერიტორიებთან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, უნდა იყოს და იქნება ჩართული. მაგრამ პარასკევს მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგეს. ეს არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინა და ევროპა უნდა ჩაერთონ“, – აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის შემდეგი ფაზის დაწყება, რუსებზე ზეწოლის განხორციელება, ზუსტად ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.
კითხვაზე, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, როდესაც მან იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, პარასკევს განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა :
„ცხადია, როდესაც რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები/ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსია გაიმართება, ეს იქნება ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, მეორე მხრივ კი ის, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ რუსებს ამჟამად უკრაინის ტერიტორია აქვთ დაკავებული. აქ უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც საქმე უკრაინის ტერიტორიის ამ კონტროლს ეხება, შესაძლოა არსებობდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ ისინი ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებთ ამას იურიდიული გაგებით, ანუ დე იურე გაგებით. ასე რომ, თუ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი, იმედია, ყველა ეს საკითხი პარასკევის შემდეგ განიხილება და პუტინმა ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის ვალდებულება უნდა აიღოს. მას ამის გაკეთება პრეზიდენტ ტრამპის მეშვეობით არ შეუძლია. საბოლოო ჯამში, როგორც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ეს უნდა იყოს სამმხრივი საუბარი, სულ მცირე, ევროპელების აქტიურად ჩართულობით“, – აღნუშნა რუტემ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ალიანსი კოორდინაციას უწევს, გაგრძელდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შედეგის მიუხედავად.
„რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ნატო ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევს ვისბადენში ჩვენი სარდლობის მეშვეობით, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად და საუკეთესო პოზიციაში ყოფნისთვის ცეცხლის შეწყვეტის/სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების დროს“, – აღნიშნა რუტემ.