რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს

რუსეთი 2030 წლისთვის ყოველწლიურად 32 000-ზე მეტი დრონის წარმოებას გეგმავს, – ამის შესახებ ს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.
„უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების წლიური მოცულობა, საგანმანათლებლო უპილოტო საფრენი აპარატების გამოკლებით, დაგეგმილია, რომ 32,500 ერთეულს შეადგენს. წარმოების მიმდინარე მოცულობას ეს თითქმის სამჯერ აღემატება“, – განაცხადა ბელუსოვმა.
ბელუსოვმა აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის რუსეთი უპილოტო საფრენი აპარატების ეროვნულ პროექტს 696 მილიარდი რუბლით (7,66 მილიარდი დოლარი) დააფინანსებს.
„ამავდროულად, იგეგმება, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წილი ამ ტიპის დრონების ბაზრის 70%-ს შეადგენს“, – აღნიშნა რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა