ამხანაგურ მატჩში „ლიონმა“ „ხეტაფე“ 2:1 დაამარცხა.
„ოლიმპიკის“ თავდამსხმელი მიქაუტაძე, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, თავიდანვე აქტიური იყო, ჯერ მორტონის პასით მეკარე სორიასთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო, შემდეგ მისი დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და თავისი გუნდი დააწინაურა. მერე მილამ თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
63-ე წუთზე მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ესპანელთა მცველი დიანე გააძევა და მაიტლანდ-ნაილზმა პენალტით „ლიონს“ გამარჯვება მოუპოვა.
16 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ სტუმრად „ლანსს“ დაუპირისპირდება.
ლიონი – ხეტაფე 2:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (25), 1:1 მილა (40, პენ), 2:1 მაიტლანდ-ნაილზი (64, პენ)
გაძევება: დიანე (63, ხეტაფე)
