„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ საარჩევნო ნომრები დაკარგეს,- ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
კალანდარიშვილის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.
5-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლებმაც ვადებში მოგვმართეს, მათ პირდაპირ მიეკუთვნებათ ის რიგითი ნომრები, რომლითაც გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ. 12 სუბიექტის შემთხვევაში განხორციელდება წილის ყრა, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს 1-ელი ნომრიდან, 12 თავისუფალი ნომერი. ორმა სუბიექტმა, რომლებმაც მოგვმართა ჩვენ რიგითი ნომრების გამოყენების თაობაზე, მაგრამ არ მოუმართავთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, მათი ნომრები 4 [„კოალიცია ცვლილებისთვის“] და 5 [„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“] წილისყრაში იქნება გათამაშებული“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
ასევე, წილისყრის მიხედვით საარჩევნო ნომერი 4 პარტია „ქართველ ერთობას“, ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ ერგო.
