“პერსპერტივაში, სომხეთში რუსული სამხრედრო ბაზაც დაიხურება” – მიკაელ ზოლიანი

“ეს ძალიან პოზიტიური ამბავია სომხეთისთვის. ეს არის გარკვეული გარანტიაც იმისა, რომ საომარი მოქმდებები არ განახლდება, მეტიც, ამის შემდეგ ალბათ საზღვარი თურქეთთანაც გაიხსნება თანდათანობით, სომხეთი ტრანზიტული ქვეყანა იქნება, -სთან და დასავლეთთან ურთიერთობები განვითარდება და რუსეთზე დამოკიდებულებაც იკლებს, პერპექტივაში რუსული სამხედრო ბაზაც [გიუმრიში] დაიხურება სომხეთში. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს გარდაუვლად მიმაჩნია”, – განუცხადა ნეტგაზეთს სომეხმა ანალიტიკოსმა მიკაელ ზოლიანმა.
8 აგვისტოს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
აზერბაიჯანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ცდილობდა სატრანსპორტო დერეფნის შექმნას სომხეთის ტერიტორიის გავლით, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის ძირითად ნაწილს მის ექსკლავთან — ნახიჩევანთან, რომელიც ბაქოს მოკავშირე თურქეთს ესაზღვრება. ამ მარშრუტის ფუნქციონირება მოხდება სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო აშშ ამ მიწის სუბქირავნებას გადასცემს რომელიმე კონსორციუმს ინფრასტრუქტურის განვითარების და მართვის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს