სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს

სომხეთმა და აზერბაიჯანმა თეთრ სახლში სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვაშინგტონში, ს მედიაციით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 1992 წელს დაწყებული ომი ოფიციალურად დასრულდა.
„სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, სამუდამოდ შეწყვიტონ ყველა საბრძოლო მოქმედება, აღადგინონ ვაჭრობა, მოგზაურობა და დიპლომატიური ურთიერთობები“, – განაცხადა ტრამპმა ბაქოსა და ერევანს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიაზე თეთრ სახლში.