L’Équipe: დავითაშვილი და სტასენი ნავიდან გადახტომას ცდილობენ – “სენტ-ეტიენმა” მათ კარი გამოუკეტა

„ეკიპი“ წერს, რომ ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს წასვლა უნდათ, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ კარი გამოუკეტა:
„გასულ სეზონში „მწვანეების“ ორ საუკეთესო ბომბარდირს, ზურიკო დავითაშვილს და ლუკას სტასენს ზაფხულის ბოლომდე გუნდის დატოვების სურვილი აქვთ, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობას ლიგა 1-ში უმალ დასაბრუნებლად მათი დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ისინი ერთ ნავში არიან და გადახტომა უნდათ, რათა ცურვა უმაღლეს დონეზე განაგრძონ. 20 წლის ბელგიელი ჯერ კიდევ აღდგენის სტადიაშია, 24 წლის ქართველს კი კუნთის პრობლემა აქვს და ამიტომ „ლავალთან“ პირველი ტურის მატჩში მისი მონაწილეობა რთულად წარმოსადგენია.
კლუბი, რომელიც ერთ წელზე მეტია კანადელი მილიარდერის ლარი ტანენბაუმის საკუთრებაშია, საბანკო ანგარიშის შესავსებად არ თვლის საჭიროდ თავისი მთავარი აქტივების გაყიდვას. გუნდის ახალ ლიდერებს დიდი ამბიციები გააჩნიათ და სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნადებად რჩებიან. გასულ წელს 19 წლის მატის ამუგუ „ჩელსის“ 15 მილიონ ევროდ მიჰყიდეს (ახლა სტრასბურგში თამაშობს), თუმცა ამ ორ ფეხბურთელთან მიმართებაში სრულიად სხვა დამოკიდებულებაა.
ისინი კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ზაფხულამდე არიან დაკავშირებული, „სენტ-ეტიენიდან“ ლიგა 1-ში გასულ სეზონში გოლების უმეტესობა გაიტანეს და ერთი წლის განმავლობაში მათი სატრანსფერო ღირებულება სამჯერ მეტად გაიზარდა – სტასენის 5 მილიონიდან 18 მილიონამდე, ხოლო დავითაშვილის 3 მილიონიდან 10 მილიონამდე. კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, ორივეს ფასმა ლიგა 2-შიც შესაძებელია მოიმატოს და გასხვისებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ბელგიელის და ქართველის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას მიიღებენ“.
ლოჩოშვილის “ნიურნბერგი” ისევ დამარცხდა
“დავითაშვილს და სტასენს “სენტ-ეტიენის” დატოვება უნდათ – სიტუაცია იძაბება” – ფრანგული მედია
დავითაშვილმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღეს დავითაშვილმა და კვარაცხელიამ?
ლუის ენრიკე: ეს დაუშვებელია – ყოველთვის სიტუაციის გამოსწორებას ვერ შევძლებთ
დავითაშვილის დამატება სერია A-ს კლუბს შესთავაზეს
მავთულხლართი ზურიკოს შესანარჩუნებლად – “სენტ-ეტიენი” ქართველის “სტრასბურგში” გასხვისების წინააღმდეგია
დავითაშვილს პრემიერ ლიგური ვარიანტი გამოუჩნდა – ზურიკო ცნობილ ინგლისურ კლუბს დაუკავშირეს
დავითაშვილით “პანათინაიკოსი” დაინტერესდა
ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ “სენტ ეტიენში” იქნება? – რას წერს Peuple Vert დავითაშვილის შესახებ