დონალდ ტრამპი სამშვიდობო შეთანხმებაზე – სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს – ასევე, შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ის შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას – ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და -ს შორის, ეს დიდი ამბავია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა და რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნაჰჩივანის რეგიონზე და ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს”.
“სომხეთი და აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ნებისმიერ საბრძოლო ქმედებებს, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს, და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ასე მნიშვნელოვანია…
ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაგვარეთ არსებული პრობლემა, რომელიც წინა მოლაპარაკებებს შლიდა. ეს დეკლარაცია აარსებს “ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”, რაც დიდი პატივია, ეს არ მითხოვია. ეს განსაკუთრებული სატრანზიტო სივრცეა, რომელიც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს, წვდომა ჰქონდეს თავის ნაჰჩივანის [რეგიონზე] და ამავდროულად სრულად სცემს პატივს სომხეთის სუვერენიტეტს…
სომხეთი ასევე ექსკლუზიურ პარტნიორობას ქმნის აშშ-სთან ამ დერეფნის გასავითარებლად, რომელიც 99 წლამდე შეიძლება გახანგრძლივდეს… მოველით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ განვითარებას ამერიკული კომპანიების მიერ. ისინი მოუთმენლად ელიან ამ ორ ქვეყანაში შესვლას და ისინი ბევრ ფულს დახარჯავენ…
დამატებით, აშშ ხელს აწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, რათა თანამშრომლობა გააფართოვოს ენერგეტიკით ვაჭრობასა და ტექნოლოგიებში, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტში…
ასევე შეზღუდვებს ვხსნით თავდაცვით თანამშრომლობაზე აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის. ეს დიდი ამბავია… მათ [აზერბაიჯანელებს] ძალიან უხარიათ ეს, ისევე როგორც მე,” – განაცხადა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიამნდე.
ცნობისთვის, აზერბაიჯანთან თავდაცვით სფეროში თანამშრომლობაზე აშშ-ის შეზღუდვები 1992 წლიდან არსებობდა.