მკვლელობა ქარელში – ახალი დეტალები

მკვლელობა ქარელში – ახალი დეტალები
ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ძმის, ზურაბ იმერლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მეზობელია.
ირკვევა, რომ ზურაბ იმერლიშვილის სიდედრის გარდაცვალების შემდეგომ სუფრაზე, მასთან ერთად დაკავებული პირიც იმყოფებოდა და სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, გარჩევა სუფრაზე არ დაწყებულა.
თანასოფლელების თქმით, ქარელის რაიონში, თავდაპირველად ორი გასროლის ხმა გაიგონეს, რომელიც 50 წლის ზურაბ იმერლიშვილს მოხვდა. ერთი საათის შუალედში კი კიდევ 4 გასროლის ხმა გაისმა, როგორც აღმოჩნდა დაკავებულმა პოლიციელების მისამართით ისროლა.
შემთხვევა სოფლის ცენტრში მოხდა, დღის მეორე ნახევარში. მოსახლეობის თქმით, იქ ბევრი ბავშვია, რომლებიც გადარჩნენ, რომ გასროლილი ტყვია მათ არ მოხვდათ.
დაჭრილი პოლიციელებიდან ერთ-ერთს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, პოლიციელები სამკურნალოდ საავადმყოფოში რჩებიან.
წყარო: ტვ პირველი