გულწრფელად ვნერვიულობ,ხომ არ დაკარგა სამსახური.. – რას წერს ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ისედაც მძიმე დღეა და კიდევ დამძიმება არ მინდა, მაგრამ…
აი ვუყურებდი გუშინ ჩემს წინ “ფორმულას” სიფრიფანა, ლამაზ ,ანგელოზივით გოგონას, რომელსაც დავალებული ჰქონდა ჩემი გაღიზიანება და განერვიულება.
აშკარად მისი ნაზი ბუნება ეწინააღმდეგებოდა უფროსობის გაცემულ ბრძანებას.
გულწრფელად ვნერვიულობ,ხომ არ დაკარგა სამსახური, რადგან თუ ასეთ მდაბიო სამუშაოს დათანხმდა, ალბათ ძალიან უჭირს…
არვიცი, ეს რამხელა ცოდვას იღებენ თავის თავზე ეს ბებერი მონსტრები, როგორ რყვნიან ახალ თაობას…
გულით მინდოდა პასუხიც გამეცა, რომ დავალება შესრულებულად ჩათვლოდა, მაშინ როცა სხვა რესპოდენტები დასცინოდნენ და აიგნორებდნენ.
რა ვქნა, იმდენმა აზალგაზრდამ გაიარა ჩემს ხელში, მერწმუნეთ ვიცი რასაც ვწერ,ყველა აგრესიული ელემენტის უკან, უმძიმესი პირადი ტრაგედიაა.
მაინც ნუ გავრიყავთ…”

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი