დავით ზურაბიშვილი: თქმა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ნიშნავს, რომ ომი დაიწყო საქართველომ. არანაირი სხვა ინტერპრეტაცია ასეთ განცხადებას არა აქვს

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი:
პრინციპში ისედაც ყველაფერი ცხადია აქ, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი გლეხი კაცისთვის გასაგებ ენაზე,
სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენელი არის მისი ხელისუფლება. ამ ურთიერთობებში სახელმწიფოს პირველი პირი ლაპარაკობს და მოქმედებს არა როგორც კერძო პირი, არამედ მისი სახით ლაპარაკობს და მოქმედებს ქვეყანა.
ეს არის ჯამი რომ ჭურჭელია და ორჯერ ორი რომ ოთხი, იმ დონის ბანალური ჭეშმარიტება. ამიტომ, მაგალითად არავინ ამბობს, რომ ვიეტნამში ჯონსონი ომობდა და არა ამერიკა, ხოლო მეორე მსოფლიო ომი გერმანიამ კი არ დაიწყო, არამედ პირადად ჰიტლერმა.
ზუსტად იგივე ეხება საქართველოსაც. თქმა იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოში ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, ნიშნავს, რომ ომი დაიწყო საქართველომ. არანაირი სხვა ინტერპრეტაცია ასეთ განცხადებას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ვინც სერიოზულად ფიქრობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილის რეჟიმი სხვაა და საქართველო სხვა, ის ან უვიცია ან დებილი, რომელიც მისდაუნებურად ს ინტერესებს ემსახურება, ხოლო ვინც იცის, რომ აქ პრეზიდენტი და სახელმწიფო არ იმიჯნება, მაგრამ მაინც პრეზიდენტს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, ის ქვეყნის მოღალატეა და სრულიად გაცნობიერებულად რუსეთის ინტერესების მსახური.