ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ღაზაში ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 12 000 ბავშვი შიმშილობს.
მისი თქმით, არასრულფასოვანი კვების გამო მათი შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის საფრთხე სულ უფრო იზრდება.
„ივლისში, ღაზაში ხუთ წლამდე ასაკის თითქმის 12 000 ბავშვს მწვავე არასრულფასოვანი კვება აღენიშნებოდა, რაც ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა“, – განაცხადა გებრეიესუსმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე ცნობით, ივნისიდან ივლისამდე პერიოდში UNICEF-ის უახლესი მონაცემებით, ღაზაში არასრულფასოვანი კვების გამო საავადმყოფოში მოხვედრის შემთხვევები თითქმის გაორმაგდა – 6 344-დან 11 877-მდე.
ამასთან, გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ღაზაში საკვების მოხმარება ომის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.
მათივე ცნობით, ღაზის 2.2 მილიონი მოსახლეობის დაახლოებით 81% არასაკმარისი რაოდენობის საკვებს იღებს.
