საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძარი, რომელმაც 16 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, თითქმის მთლიანად ლოკალიზებულია

საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძარი, რომელმაც 16 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, თითქმის მთლიანად ლოკალიზებულია.
როგორც Reuters წერს, მეხანძრეები მომდევნო დღეებშიც დარჩებიან ტერიტორიაზე, რათა ხანძრის ხელახლა გაჩენის ალბათობა თავიდან აიცილონ.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯერჯერობით საკუთარ სახლებში დაბრუნება ეკრძალება.
ცნობისთვის, საფრანგეთში ბოლო 80 წლის განმავალობაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდნენ. სტიქიურ უბედურებას ერთი ქალი ემსხვერპლა. დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 16 მეხანძრე.
ხანძარმა გაანადგურა 36 სახლი, დააზიანა 20 სხვა და დაახლოებით 2 000 მცხოვრები და დამსვენებელი აიძულა, ტერიტორია დაეტოვებინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას