,,ხალხო, ხელი არ ჩამოართვათ იმათ, ვინც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!“ – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე:
,,ხალხო, ხელი არ ჩამოართვათ იმათ, ვინც ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!
ჩვენ!
ნუ გგონიათ, რომ აქ საქმე მიშას და ნაცებს ეხება!
ჩვენ გვეხება – ყველას!
ანწუხელიძეს რომ შლიან კედლიდან, იმავე წუთას სულში აფურთხებენ ჩვენს წარსულს და მომავალს!
სტუმრად მოვა ამის მთქმელი? გააგდეთ!
გააგდეთ, როგორც შვილის მკვლელი!
გაგიღიმებთ? კეთილ სიტყვას გეტყვით?
არ დაიჯეროთ!
არაფერი არ დაიჯეროთ!
ჯერ არის ქვეყანა და მერე სხვა დანარჩენი!
ჩვენისთანა პატარა ერების ხვედრია, ყველაზე და ყველაფერზე წინ თავის მიწას აყენებდეს!
თითებიც რომ გქონდეთ დამტვრეული, მაინც შემოარტყით ნებისმიერს, ვინც იტყვის, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!
აფხაზეთში და სამაჩაბლოში დარჩენილი ჩვენი საუკეთესო ბიჭების ჭირისუფლებმა!
ჭიქა წყალს სულის მოსაბრუნებლად და საკუთარ მიწას – გულზე, არ ეღირსოს მისი ჯიში და მოდგმა, ვინც იტყვის, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ!“

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…