tvpirveli.ge-ის ინფორმაციით, პირმა, ვინც ქარელში კაცი მოკლა, ადგილზე მისული პოლიციელებიც დაჭრა

“პირველებისთვის” შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი მკველობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – როგორც tvpirveli.ge-მ გაარკვია, კაცმა, რომელმაც დედის ორმოცზე საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსული კაცი მოკლა, ცეცხლი ადგილზე გამოძახებულ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც გაუხსნა.

შედეგად, 2 პოლიციელი დაიჭრა, ერთ-ერთი მათგანი მიყენებული დაზიანებებთ, ამ დრომდე კინიკაში რჩება.

ამ დროსითვის არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიარაღებულმა კაცმა გაქცევა მოახერხა – უცნობია, მკვლელობის იარაღის წარმომავლობა და ისიც, საიდან ჰქონდა ის მკვლელობაში ბრალდებულს.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას – მოკლული ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ძმაა.

მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ვრცელ კომენტარს არ აკეთებს – გელა გელაძის უწყებაში tvpirveli.ge-ს 1 პირის მკვლელობის ფაქტი დაუდასტურეს. მისივე უწყების თანმშრომლების დაჭრის ფაქტსაც ადასტურებს:

ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ”- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.