უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 515 ბავშვი დაიღუპა, სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით დაშავდა 1 182-ზე მეტი მეტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში:
· დონეცკის რეგიონში – 498;
· ხარკოვის ოლქში – 306;
· კიევის ოლქში – 143;
· ჩერნიგოვის ოლქში – 72;
· ლუგანსკის ოლქში – 67;
· ნიკოლაევის ოლქში – 97;
· ხერსონის ოლქში – 132;
· ზაპოროჟიეს ოლქში – 99;
· დნეპროპეტროვსკის ოლქი – 777;
· ლუგანსკის ოლქში – 67.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.