ლევან თაქთაქიშვილი: ეჰ, მიყვარს ნაზი შამანაური! იცით რატომ მიყვარს?

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი:

ეჰ, მიყვარს ნაზი შამანაური! იცით რატომ მიყვარს? კრისტალურად სუფთა ადამიანი იყო! არავითარი ქვენა გრძნობა! რაც მასზე დაწერილია, ეს ყველაფერი ერთი ფილმია! ტრაგიკული ფილმი! მაგრამ ამ ფილს აქვს ამოჭრილი ნაწილები! ის ნაწილები, რომლებიც არ უნდოდათ ამ ფილმში!
აი, ერთერთი ამოჭრილი ნაწილი: მასთან მისულები იყვნენ მაშინდელი დისიდენტების წარმომადგენლები და შესთავაზეს ერთობლივი ბრძოლა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ , რაზეც ცხონებულმა უპასუხა, რომ ის არ იბრძოდა საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ, რომ ის იბრძვის კონკრეტული კომუნისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის რაიონში არიან და რომ საბჭოთა საქართველოს სათავეში მყოფებმა არ იციან ამ ნაძირლების გაკეთებული საქმეებიო. მას შემდეგ დისიდენტები მას არ გაკარებიან. ყველაზე საშინელი ისაა, რომ სწორედ ის გაანადგურეს ასე მკაცრად! რატომ? სწორედ ამიტომ! მას რომ ეგინებინა საბჭოთა სისტემა, მას არ მოკლავდნენ, რადგან სისტემაზე პასუხისმგებელი არავინ იყო, აი რაიონის თავკაცებს კი პააუხისმგებლობა აშინებდათ. ამიტომ შამანაური უნდა მოკლულიყო. ის საგიჟეთიდან ცოცხალი არ უნდა გამოსულიყო. მეტიც, არის მოსაზრება, რომ ის არაფორმალებიც რაიონის ხელმძღვანელობამ მიუგზავნა, რომ ეთქვათ-სისტემას ებრძვისო, მაგრამ არა! ნაზი შამანაურმა არავინ გაიკარა! ნუ , ასე იყოსო და ამ ხელმძღვანელის მფარველმა და სისხლით ბ
ნათესავმა დიდი თანამდებობის პირმა იკისრა ის, რაც მოხდა. ის შეიყვანეს და მერე გამოიტანეს!

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ახობაძეზე – ეჭვი, რომელიც არ დასტურდება, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და ეს არ ნიშნავს, რომ მას ნარკოტიკი ვიღაცამ „ჩაუდო“ – სასამართლოზე იერიში მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ, თქვან, რომ სასამართლო დამოუკიდებელია

მამუკა მდინარაძე – თბილისის საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობასთან, რომლებთან ერთადაც, კახა კალაძემ უნდა შეძლოს, რომ თბილისი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მოწესრიგებული, სიცოცხლით სავსე