საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობის“ წევრებმა აგვისტოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, ლოზუნგით: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის” გორში აქცია გამართეს – მათ გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“

ლოზუნგით: „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება „ერთობა“ აგვისტოს ომის მე-17 წლისთავზე გორში ჩავიდა.
მათ შინდისში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს და ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი, რის შემდეგაც გორის ციხიდან გადაფინეს ბანერი: „მებრძოლი ქალაქი ბოდიშს“ არ იხდის.
ასევე, აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს გორის ცენტრში და ბანერზე ხელით დააწერეს დაღუპული გმირების სახელები.
დღის ბოლოს, გორში გამართული აქციის მონაწილეები თბილისში, გმირთა მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იყო შეკვეთილი, ვაკრიტიკებდით გამოძიებას, რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ შემკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ – მრავალ შეკითხვას გაეცა პასუხი, საქმეზე გარკვეულ სიახლეებს ველოდები