ირაკლი ზარქუა – ეს არის დღე, როცა სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს – სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი

ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს – სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ აგვისტოს ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, აბრალებს თუ არა „ქართული ოცნება“ ომის დაწყებას საქართველოს, ზარქუამ აღნიშნა, რომ „არა, სააკაშვილი იყო პროვოკატორი, რუსის ინტერესების დამცველი“.
„ეს არის დღე, როდესაც სააკაშვილი და რუსი ოკუპანტი თავს დაესხა საქართველოს. სააკაშვილი არის მთავარი შემოქმედი. [სააკაშვილს] ბრძანება აქვს 8-ში გაცემული. ასე რომ, კარგად წაიკითხეთ და მიხვდებით“,- აღნიშნა ზარქუამ „ტვ პირველთან“.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ასევე დაგაინტერესებთ

როსტომ ჩხეიძე: არც 9 აპრილი დასრულებულა. ის ერთი დღე გადაჭიმულა დღეების რიგად, დღეების ჯარად და მოელის იმ დიდებული წამის განმეორებასაც და აღსრულებასაც საბედისწერო ჟამიდან თავდასაღწევად