ერთ დღეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 43 ადამიანი დავაკავეთ – მინისტრი გელა გელაძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი გელა (გეკა) გელაძე აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 43 ადამიანი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით.
სამინისტროში 7 აგვისტოს, 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გელა გელაძემ განაცხადა, რომ დაკავებული არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მათ ბრალად ედებათ:
· ნარკოტიკების რეალიზაცია;
· რეალიზაციის მომზადება;
· რეალიზაციის მცდელობა;
· განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა;
· ნარკოტიკების შეძენა-შენახვა.
როგორც მან განმარტა, დანაშაულები „20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“ ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, დაკავებულები ნარკოტიკების გასაყიდად იყენებდნენ „სხვადასხვა ინტერნეტ-აპლიკაციას, სოციალურ ქსელებს და ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდს“.
როგორც გელა გელაძემ განაცხადა, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე „რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა“ და ეს ეპიზოდები ფარულად ჩაიწერა.
მან ასევე თქვა, რომ თანამშრომლები „24-საათიან რეჟიმში ინტენსიურად აგრძელებენ“ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2025 წლიდან ნარკოპოლიტიკა, რომელიც, ექსპერტების შეფასებით, არასოდეს ყოფილა ლიბერალური, კიდევ უფრო გაამკაცრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს