4 ფარმაცევტული კომპანია ნახევარი მილიონით დააჯარიმეს

კონკურენციის სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმა.
დაჯარიმებულები არიან:
· შპს გლობალ ცბს – 249 144 ლარით;
· შპს კონცეპტ ფარმა, – 21 646 ლარით;
· შპს რიჩ გრუპი – 77 936 ლარით;
· შპს გეა -210 632 ლარიით;
· საქმე ეხება სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.
კონკურენციის სააგენტო, წერს, რომ ოთხი კომპანიის მხრიდან გამოვლინდა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს