ჩინეთში დაკიდებულ ხიდზე ტროსის გაწყვეტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ სინძიანის რეგიონში დაკიდებულ ხიდზე ტროსის გაწყვეტის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად კიდევ 24 ადამიანი დაშავდა.
მათივე ცნობით, შემთხვევა ადგილობრივ პოპულარულ ტურისტულ ობიექტ ქსიატასან ახლოს მოხდა, რომელიც ბუნებრივი ლანდშაფტით გამოირჩევა და მას ყოველდღიურად ასობით ადამიანი სტუმრობს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება