დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი – არჩილ გორდულაძე

დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი. საქმე გვაქვს თუ არა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც „ლელოს“ ლიდერის მეუღლემ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც ხაზარაძეების და გერმანიის ელჩის გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და შემოსავლების სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.
მისი თქმით, გერმანიის საელჩო და პირადად ელჩი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს.
„ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი, პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. მთავარი ის კი არ არის შეიტანა თუ არ შეიტანა მ დეკლარაციაში კონკრეტულ იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები. აქ მთავარი არის თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩო. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი არჩევანია მშვიდობა და განვითარება საქართველოსთვის და ქართველების უკეთესი მომავალისთვის, „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას

„იგლ ჰილსის“ პროექტით, კრწანისსა და გონიოში იქმნება უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საუკეთესო გარემოს შესთავაზებს

ხელისუფლება სრულად დაიცავს საქართველოს ეროვნულ და დემოგრაფიულ ინტერესებს და მხოლოდ ამ პირობებში განხორციელდება ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს