ადვოკატი – ნინო დათაშვილთან გუშინ, ჩუმად, სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო – საპატიმროში ექიმი ფსიქიატრი დავით მაღრაძე იყო შესული

პატიმრობაში მყოფ აქტივისტს ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ფსიქიატრიული დაწესებულების ნაცვლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაუტარდა.
შესაბამისი განცხადება დათაშვილის ადვოკატმა, თამარ გაბოძემ დღევანდელ პროცესზე გააკეთა.
გაბოძის ინფორმაციით, დათაშვილთან “გუშინ, ჩუმად სამხარაულის ექსპერტები შეაპარეს, რათა ექსპერტიზაზე მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა არ მომხდარიყო“.
ადვოკატის ცნობით, დათაშვილთან ექიმი ფსიქიატრი დავით მაღრაძე შევიდა.
“ერთის მხრივ, განჩინებაში ეწერა, რომ ნინოს სტაციონარული ექსპერტიზა უნდა ჩასტარებოდა. მეორე მხრივ, ჩაატარეს ამბულატორიული ექსპერტიზა. შეიყვანეს შეცდომაში სამხარაულის ბიუროც, თითქოს ამბულატორიული ექსპერტიზა იყო დანიშნული, მოტყუებით ჩაუტარეს მათ ნინოს გასაუბრება. რატომ ჩაუტარეთ ამბულატორიული ექსპერტიზა, თუ თვლით, რომ სტაციონარული იყო საჭირო? თუ თქვენ თვლით, რომ აუცილებელი იყო ნინოს სტაციონარში მოთავსება, რატომ შეაპარეთ ექსპერტები?
უპასუხეთ საზოგადოებას. ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა“, – აცხადებს ადვოკატი გაბოძე.
ცნობისთვის, გასულ კვირას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მხრიდან ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს