მასშტაბურმა ხანძარმა საფრანგეთის სამხრეთით 16 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა

საფრანგეთის სამხრეთით გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა 16 ათასი ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი უკონტროლოა, მისი ჩაქრობა ჯერჯერობით შეუძლებელია.
საფრანგეთის სამხრეთში, ოდის დეპარტამენტში ცეცხლი რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ის ყველაზე მასშტაბურია, რაც კი დაფიქსირებულია 2025 წლის ზაფხულში. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ მას უკვე უწოდა „არნახული მასშტაბის კატასტროფა“.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ რომელიც თავად ჩავიდა ხანძრით მოცულ რეგიონში, აღნიშნა, რომ ის 1949 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ფართობისაა.
მედიის ცნობით, გარდა ტყეებისა და ბუჩქნარებისა, ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ან დააზიანა 25 სახლი და 35 ავტომობილი. ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელმაც ევაკუაციაზე უარი განაცხადა. დაშავდა 13 ადამიანი, 11 მათგანი მეხანძრე-მაშველია. სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – შალვა პაპუაშვილის საუბარი „ღალატსა“ და „შხამიან თესლზე“ ღიმილის მომგვრელია – „შხამიანი თესლიდან“ აღმოცენებული სწორედ ის სისტემაა, რომელიც შექმენით და რომელსაც ქართველი ხალხი დაასრულებს

თინა ბოკუჩავა – ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ დანებდა, არ შეეგუა ივანიშვილის მოცემულობას, რომ საქართველოს არ ჰქონდეს ევროპული მომავალი და იყოს რუსეთის უკანა ეზო – ევროინტეგრაციის გზას ქართველი ხალხი გააგრძელებს