ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, გაათავისუფლოს ის,- ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაჰერტი ავრცელებს.
„ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის მისჯილი 2-წლიანი პატიმრობა არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს. ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას ვიმეორებ, გაათავისუფლონ ის და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით”, – წერს ო’ფლაჰერტი.
