პროტესტის 252-ე დღე: მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა, აქციაზე გიორგი ახობაძე მივიდა

დღეს, 6 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გამოცემა „ბათმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თბილისში ჟურნალისტის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა.
აქციას შეუერთდა დღესვე გათავისუფლებული დემონსტრანტი, ექიმი გიორგი ახობაძე, რომელსაც 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა „ნარკოდანაშაულის“ ბრალდებით, რაშიც გაამართლეს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და შეძახილებითა და საპროტესტო სლოგანებით პარლამენტთან წავიდნენ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს მზია ამაღლობელის მეგობრებმა, კოლეგებმა, ტელეწამყვანებმა, მედიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტების უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლებმა და სხვა მოქალაქეებმა, – რომელთა უმეტესობაც თვეებია, აქციებში იღებს მონაწილეობას.
როდესაც 21:20 საათისათვის რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს გიორგი ახობაძე შეუერთდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს სხვა დემონსტრანტებზე, რომლებიც პატიმრობაში რჩებიან:
„მხნეობა არცერთს არ აკლია. ზუსტად იციან, რომ ბრძოლა ბოლომდე იქნება. აქ ვინც ვდგავართ, არასოდეს გავჩერდებით და ვეცდებით, საზოგადოება იმ ტალღაზე დავაბრუნოთ, როგორიც ნოემბერში იყო“, – განუცხადა ახობაძემ ჟურნალისტებს აქციაზე.
აქციები გრძელდება
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!