პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ლოზუნგით: „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ამასთან, ლოზუნგით „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” – სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები “ფილარმონიიდან” რუსთაველის გამზირამდე მსვლელობით მივიდნენ.
მოქალაქეები სკანდირებენ – “ბოლომდე, ბოლომდე!”.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეკრებილები თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტს წრეს შემოარტყამენ, რის შემდეგაც კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!