გიორგი ახობაძის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ექიმ გიორგი ახობაძის მიმართ დღეს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
როგორც სასამართლოს განცხადებაშია აშრნიშნული, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
„2025 წლის 6 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით გიორგი ახობაძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
საქმის მასალების მიხედვით გიორგი ახობაძეს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.