საპროტესტო სამოქალაქო გაერთიანება, “ერთობა” განცხადებას ავრცელებს
ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის! ამას კიდევ ერთხელ და ამაყად ვიტყვით 7 აგვისტოს, გორში! აგვისტოს ომის 17 წლისთავზე. შეკრების დგილი – 17:00 სთ. გორის ცენტრი. ადგილობრივ მოსახლეობასთან, ნაომარ გმირ ადამიანებთან და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან ერთად. მანამდე, 13:30 სთ პარაკლისი შინდიშში. 16:30 სთ – გორის ციხე. ვისაც სურვილი გაქვთ პროტესტს შეუერთდეთ – თბილისში, 7 აგვისტოს, 11:00 სთ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს “ერთობა”. დღის ბოლოს გორის პროტესტი შეუერთდება თბილისში დაგეგმილ აქციას გმირთა მოედანზე.
