რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დილით რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქზე დარტყმები განახორციელეს. ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია”, – აცხადებს ივან ფედოროვი.
ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად 9 შენობა დაზიანდა.
“მძიმე და საშუალო მდგომარეობაში მყოფი ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – აღნიშნავს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.




