ბელგოროდში გამოაცხადეს, რომ შესაძლებელია მოსახლეობის ევაკუაცია

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ შესაძლოა მოსახლეობას შესთავაზოს უფრო უსაფრთხო რაიონებში ევაკუაციის შესაძლებლობა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მან მსურველებს ურჩია, მიმართონ მის ან ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის კანცელარიებს, ანდა საგანგებო სამსახურების ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ.
გლადკოვის თქმით, მოსახლეობას იმავე დღეს დაეხმარებიან, რომ დროებით გადავიდნენ საცხოვრებლად ქალაქებში სტარი-ოსკოლსა და გუბკინში.
ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის ოლქი უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში იბომბება. სარაკეტო დარტყმების შედეგად 30 დეკემბერს 25 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაიჭრა. იმ მომენტიდან რეგიონს პრაქტიკულად ყოველდღე ბომბავენ.
ბელგოროდზე შეტევა მოხდა ს ჯარების მიერ 29 დეკემბერს უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ. მაშინ ში 40-მდე ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
რუსეთის ხელისუფლება დაბომბვაში უკრაინის ძალებს სდებს ბრალს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელგოროდზე იერიშს ტერორისტული აქტი უწოდა. უკრაინის არმიის წარმომადგენლები სამხედრო იერიშებზე, როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებენ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ წყარო სპეცსამსახურებიდან იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ თითქოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის არასწორი მოქმედებების გამო ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში ჩამოცვივდა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, რუსი სამხედროები და ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ დარტყმებს ახორციელებენ მხოლოდ სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.