არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება

არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება
არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში მ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს, არის სრულიად არაჯანსაღი ულტიმატუმი.
„ჩვენ საზოგადოებას ამასთან დაკავშირებით ვაფრთხილებდით. დღეს თუ, თეორიულად, დავთმობთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, ხვალ შეიძლება პირდაპირ მოგვთხოვონ კონკრეტული ცვლილებების გატარება, რაც უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, პარტნიორობის დაკანონებას, ასევე სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლას, ერთნაირქსესიანთა წყვილის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანას და ა.შ. მომავალში ასეთ რამ შეიძლება მოითხოვონ. ამას ვამბობდით წინასწარ და პრაქტიკულად, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა რაც აღნიშნა, ეს ზუსტად ამას ნიშნავს. ხვალ ასეთი მოთხოვნებიც შეიძლება დაგვიყენონ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე უნდა მივიღოთ პრევენციული ზომები და ყველას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაცები, პირველ რიგში, ღირებულებები, რაც არაფერში არ იცვლება. ამას თუ დავანახებთ წინასწარ ევროპულ ბიუროკრატიას, დამიჯერეთ, უფრო მეტად გაგვიმარტივდება საკუთარი ფასეულობების და ღირებულებების დაცვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით