ირაკლი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
აღინიშნა საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით.
პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?