ერევანი ვაშინგტონში ფაშინიანი-ალიევის შესაძლო შეხვედრას არც უარყოფს, არც ადასტურებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი გამოეხმაურა ვაშინგტონში ფაშინიანი-ალიევის შესაძლო შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვერ ადასტურებს და ვერ უარყოფს მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება ნიკოლ ფაშინიანის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტს.
„მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ამ ეტაპზე ვერც უარვყოფთ და ვერც დავადასტურებთ.
ამ მომენტისთვის, როგორც იცით, ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნებულა, ამიტომ ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გთხოვთ ჩათვალოთ დადასტურებულად მხოლოდ ოფიციალური განცხადების შემდეგ“, – აღნიშნეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან.
„წყაროების ცნობით, პარასკევს ტრამპი თეთრ სახლში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევს უმასპინძლებს“, – წერს ალექს რაუფოღლუ, ვაშინგტონში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი “Facebook”-გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: “ისტორიის შეურაცხყოფის” გამო რომ გვცემენ აწი, დააბრალეთ ეს ნაცების პროვოკაციას ან თქვით, რომ მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება. მაგალითად ირანში, მიანმარში, ჩეჩნეთში…

ირაკლი აბესაძე: “სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიის და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერ რეაგირებას” გვპირდება გიორგი (გივი) ქართველიშვილი, რომელიც კალაძის მერიიდან ყოველთვიურ ანაზღაურებას იღებს, როგორც წარმატებული მწვრთნელი