საქართველოში ცხოვრება ისევ გაძვირდა (ვიდეო)

ფასების კიდევ უფრო გაძვირება დღეს საქსტატმაც დაადასტურა. ზოგიერთი პროდუქტის ღირებულება, რომელსაც ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა ყოველდღიურად ყიდულობს 55% არის გაზრდილი. გასულ წელთან შედარებით, თითქმის 26%-იანი ზრდაა ბოსტნეულსა და ხილზე, კარტოფილზე 55%. 17%-ით გაიზარდა ზეთის ფასი – დღეს ბაზარში მისული ხალხი ამბობდა, რომ სახლში ხელცარიელი მიდის.

გაძვირდა ბევრი პროდუქტი, ბოსტნეულით დაწყებული, ტკივილგამაყუჩებელი აბებით დამთავრებული. წამლების გაძვირებას განსაკუთრებით პენსიონრები განიცდიან, რადგან მათი პენსია მედიკამენტებს არ ჰყოფნის. ზარალდებიან ის მოვაჭრეები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ბაზარში კლიენტებს ელოდებიან, თუმცა გაძვირებული ფასების გამო, პროდუქტი არ იყიდება.

ამბობს, რომ საქართველოს გასაოცარი ეკონომიკური ზრდა აქვს, ხალხი ამბობს, რომ ამას ვერ გრძნობს. ახლა ჩნდება კითხვა ვის ჯიბეზე აისახება ეკონომიკური წინსვლა.

დღეს ფასების ზრდა სახელმწიფო მთვლელმაც დაადასტურა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაციის მიზეზი ეკონომიკის შენელების პროცესია. ფასები იმ პროდუქტებზე იმატებს, რომელიც საარსებოდ მნიშვნელოვანია და რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…