“ამ სანახაობის ფონზე რა უადგილოა ეს “ქვებს რატომ ვესვრით ერთმანეთს” სტატუსები. ხო კარგად ხართ?”– ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია:
სანამ მზია ამაღლობელს სასამართლო დარბაზამდე მოიყვანენ – 6 საათი უწევს გზაში ყოფნა. მერე ფეხზე დგომა პროცესზე. უსამართლობის ყურება, ცრუ მოწმეების ატანა; ბოროტებასთან თანაცხოვრება; და მერე, ისევ 6 საათი გზაში ყოფნა, რათა უკან საკანში დაბრუნდეს. ასე ექცევიან სრულიად უდანაშაულო ქალს, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს.
ჰოდა, ამ სანახაობის ფონზე რა უადგილოა ეს “ქვებს რატომ ვესვრით ერთმანეთს” და “ხალხნო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ” და “სიძულვილი წაგვლეკავს” სტატუსები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გამყრელიძე: მგონია, რომ ეს იქნება ძველი და გამოცდილი სტრატეგიის (“რუსეთთან დალაგება”, “აბა ომი გინდათ ?”) განახლებული ვარიანტი, რომლის პარალელურად განხორციელდება პრესინგი რუსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდა

აკაკი ბობოხიძე: ზაალ ლატარიას შვილის ცხედარი ეკლესიაში არ დაასვენებინეს. წადით ახლა, თქვე “ქრისტიანობის დამცველებო”, ჩადით და ჰკითხეთ, რატომ არ დაასვენებინეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაძირლები ხართ