ერაყი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მისიის დასახურად ემზადება

ერაყის მთავრობა აყალიბებს კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის მისიის დახურვას მოამზადებს, – ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ შია ალ-სუდანმა განაცხადა.
„მთავრობა ადგენს ორმხრივი კომიტეტის შექმნის თარიღს, რათა მოახდინოს შეთანხმებები ერაყში საერთაშორისო კოალიციის ძალების ყოფნის სამუდამოდ შეწყვეტის მიზნით. ხაზს ვუსვამთ მტკიცე პოზიციას საერთაშორისო კოალიციის არსებობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მისი არსებობის საფუძველი აღარ არსებობს“, – ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კომიტეტის შემადგენლობაში სამხედრო კოალიციის წარმომადგენლები შევლენ.
შეგახსენებთ, გუშინ, სუდანის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, შეერთებულმა შტატებმა ბაღდადში ავიაიერიში განახორციელა, რომლის დროსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფების, „ჰარაკატ ალ-ნუჯაბას“ ლიდერის, მუშტაკ ჯავად ქაზიმ ალ-ჯავარის ლიკვიდაცია განხორციელდა. ალ-ჯავარის დაღუპვამ ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებში აღშფოთება გამოიწვია და მათ მთავრობისგან ერაყში კოალიციის ყოფნის შეწყვეტა მოითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)