პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.
როგორც კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა, ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად თავმოყრილია “ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც ამ დოკუმენტის ღირებულებაა“.
წულუკიანის ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი, გაიმართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში.
წულუკიანის თქმით, დასკვნა გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებებს, განცხადებებს, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებსა და განაჩენებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს დაეფუძნა, რომელიც მოცემულ პერიოდში გამოიცა.
“კომისიის დასკვნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც ჩადიოდა “ნაციონალური მოძრაობა“, და მასთან დაკავშირებული პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით.
ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი რომ გაეცნობა, განურჩევლად ასაკისა – და დიდი იმედი მაქვს, რომ მას ახალგაზრდები გაეცნობიან – ნახავს, თუ რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, როგორი იყო ფაქტები. ერთ დოკუმენტში ქრონოლოგიურად არის ჩვენი უახლესი ისტორიის შესატყვისი ფაქტები და ინფორმაცია, რაც არის საკუთრივ ამ დოკუმენტის ღირებულება.
ასევე იმედი მაქვს, რომ მოცემული დოკუმენტი შესაბამისს საგამოძიებო ორგანოებს გამოადგება სხვადასხვა მიმართულებით დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად, ასევე შესაბამისს სასამართლოებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც მოწოდებული არიან იმისთვის, რომ ნამდვილი ანალიზი და ნამდვილი კვლევა აწარმოონ და საკუთარი სამშობლოს ინტერესებისათვის გამოიყენონ. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელიც სხვა შორის არსებობს და გაძლიერება სჭირდება, ეს მასალა გამოადგებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა და უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა.
კომისია თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლის მანდატით ჩამოყალიბდა, თუმცა მანდატი მალევე გაუფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.
დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობა პარლამენტის ვიცე-სპიკერს ს ჩაბარდა. კომისიაში ოპოზიციის სტატუსით წარმოდგენილი არიან დეპუტატები: – სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი და ილია ინჯია, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” – თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, და .
აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარ დასკვნას საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ნინო დათაშვილი სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს – მას თიაქარის გამო მწვავე ტკივილები აქვს, რასაც, ბუნებრივია, ემოცია ახლავს, პროკურატურამ კი გადაწყვიტა, შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია, ამიტომ არის ეს უკანონო

ზვიად ქორიძე – მოსამართლეს აქვს პოლიტიკური დავალება, რომ მზია ამაღლობელი აწამოს – ნინო სახელაშვილი ვერ გამოიტანს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ ის დამნაშავედ გამოიყვანოს, დამნაშავეა ეს სისტემა