სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული შეთანხმება შესაძლოა უახლოეს დღეებში შედგეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული შეთანხმება შესაძლოა უახლოეს დღეებში შედგეს – რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ერევანი და ბაქო ვაშინგტონში ოფიციალურად გამოაცხადებენ მზადყოფნას, ურთიერთობების დარეგულირებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები დაწყებისკენ.
იმავე წყაროთა თქმით, -ის პრეზიდენტი პარასკევს თეთრ სახლში უმასპინძლებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
იქამდე:
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა ათწლეულებია გრძელდება, თუმცა ბოლო წლებში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. 2020 წლის ომის შემდეგ, რომელშიც აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი დაიკავა, რეგიონის ათასობით ეთნიკურად სომეხი მცხოვრებელი იძულებით გადაადგილდა.
2023 წლის შემოდგომაზე ბაქომ დაიწყო სწრაფი სამხედრო ოპერაცია, რომლის შედეგადაც მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.
დაძაბულობის ფონზე გაიზარდა დასავლეთის ჩართულობა – განსაკუთრებით შეერთებული შტატების, რომელიც აქტიურად ცდილობს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან