უკრაინაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ რუსეთის მიერ ჩრდილოეთკორეული რაკეტის გამოყენებას

უკრაინის საჰაერო ძალებში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა დღეს, 5 იანვარს, განაცხადა, რომ ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები იყო, თუმცა ვისი რაკეტებით, მოგვიანებით გაირკვევა. იგნატის თანახმად, სპეციალისტები რაკეტების ფრაგმენტებს შეისწავლიან და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი, იყო თუ არა მსგავსი ფაქტი. „ჯერჯერობით დადასტურება არ შემიძლია“, – თქვა იგნატმა ეროვნული ტელემარათონის დროს.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი სულ მცირე ერთი რაკეტა. ვაშინგტონი მოითხოვს, რომ საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)