ირაკლი კობახიძე – მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ALDE-ს წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას – თუ არ იქნება არავითარი რეაგირება, ეს იქნება დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო” არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თუ არ იქნება რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო” არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ არ იქნება არავითარი რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს, განურჩევლად იმისა, თუ სად არის სიმართლე”, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას, მ განაცხადა, რომ „ხაზარაძე-ჯაფარიძეს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა სიმართლე, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება“.
„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ამ ადამიანებს სურდათ ბიუჯეტიდან ხალხის ფული წაეღოთ სრულიად უსამართლოდ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა საბოლოოდ სიმართლე იმასთან დაკავშირებით, რომ მათ არ ეკუთვნოდათ ხალხისგან ფულის წაღება. დანარჩენზე საზოგადოება მსჯელობს. ყველაფერზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს პოლიტიკური პარტია ორნიშნა შედეგის მიღწევასაც ვერ ახერხებს არჩევნებზე, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს ყველაფერი არის მათ შორის, პოლიტიკური პარტიის ლიდერების რეპუტაციასთანაც კავშირში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.