ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ. ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას. ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება. წინ არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ დოკუმენტის შინაარსს”, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, 4 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართება, სადაც კომისია განიხილავს და დაამტკიცებს დასკვნის პროექტს, რომელსაც საშემოდგომო სესიის დაწყებისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს.