“პოლიციელ დგებუაძეს დაერქმევა “წითელლოყა“- სალომე ზურაბიშვილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება. შენობის გარეთ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები და მეგობრები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ.
ადგილზე იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
რეალურად, რაც ჩვენ წინასწარ უნდა ვთქვათ, ყოველთვის მაინც უნდა არსებობდეს იმედი, რაც არ უნდა საფუძველი არ ჰქონდეს ჩვენს მოლოდინს, რადგან არ შეიძლება ადამიანმა არ იფიქროს იმაზე, რომ შესაძლოა, სასწაული მოხდეს. ღმერთი არსებობს და სასაწაულიც არსებობს, მაგრამ ამავე დროს, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს განაჩენი არის და იქნება ყველასი, ვინც მონაწილეობს ამ უსამართლო საქმეში, მოსამართლე, პოლიციელი, დგებუაძე თუ რაც ჰქვია და რაც დაერქმევა ისტორიაში, წითელლოყა თუ რაც არის, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, “ქართული ოცნების“ყველა ის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ამაში მონაწილეობს, დაწყებული, ცხადია, ბიძინა ივანიშვილით,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?